მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით არაქართულენოვან სკოლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა – GCCA

მომხმარებლის უფლებების დაცვისა და კანონის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ზრუნავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„სწორედ ამ მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე, ორი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრა 12 და 13 დეკემბერს, თბილისის #98 და გარდაბნის #4 სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა, რომელსაც GCCA-ის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მოსწავლეებმა მათთვის საჭირო, აქტუალურ საკითხებზე დეტალური პასუხები მიიღეს. კერძოდ, სკოლის მოსწავლეებმა GCCA-ის წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად მიმოიხილეს – რა მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გაითვალისწინონ ადგილზე და ონლაინ ყიდვის დროს, როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები და დარღვევის შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.