საერთაშორისო გამჭვირვალობა: საქართველოში მაღალ დონეზე კორუფცია გამოწვევად რჩება

საქართველოში მაღალ დონეზე კორუფცია კვლავაც გამოწვევად დარჩა – ასეთი შეფასებით გამოეხმაურა კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TI). არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში ამ დრომდე, ვერ მოხდა ისეთი ანტიკორუფციული სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ელიტურ კორუფციას ეფექტურად გაუმკლავდებოდა.
OECD/ACN-ის ანტიკორუფციული ქსელის ბოლო ანგარიში ასახავდა ყველა იმ პრობლემას, რაც საქართველოში არის, მათ შორის, სასამართლოს და საგამოძიებო უწყებების დამოუკიდებლობის და ეფექტურობის მხრივაც. მმართველ პარტიას ეს ანგარიში იმდენად არ მოეწანა და იმდენად გაღიზიანდნენ ამის გამო, რომ მთლიანად ფორმატზე თქვეს უარი. ალექსანდრე ქევხიშვილი, საერთაშორისო გამჭვირვალობა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროკომისიის რეკომენდაციების მოთხოვნების საფუძველზე, „დაუბრუნდეს “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის” (OECD/ACN) ანტიკორუფციული გარემოს შეფასების პროცესს, რომელიც მთავრობამ 2023 წლის თებერვალში დემონსტრაციულად დატოვა და „სრულად შეასრულოს წინა შეფასების რეკომენდაციები“.
„რა თქმა უნდა, ამ ფორმატიდან გამოსვლა არის სერიოზული ნიშანი იმისა, რომ მთავრობას, მმართველ პარტიას არ სურს, რომ საქართველოში კორუფციის პრობლემის შესახებ ცნობილი გახდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერმა სანდრო ქევხიშვილმა.
მისი თქვით, „OECD/ACN-ის ანტიკორუფციული ქსელის ბოლო ანგარიში ასახავდა ყველა იმ პრობლემას, რაც საქართველოში არის, მათ შორის, სასამართლოს და საგამოძიებო უწყებების დამოუკიდებლობის და ეფექტურობის მხრივაც. მმართველ პარტიას ეს ანგარიში იმდენად არ მოეწონა და იმდენად გაღიზიანდნენ ამის გამო, რომ მთლიანად ფორმატზე თქვეს უარი.
ამ ძალიან მაღალი რეპუტაციის ფორმატიდან ასე გამოსვლა არის სერიოზული სიგნალი ყველა დაინტერესებული მხარისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და ასევე, რაც ყველაზე მთავარია, ინვესტორებისთვის. ამ ფორმატიდან გამოსვლა ფაქტიურად ნიშნავს, რომ ქვეყანას ხელი აქვს ჩაქნეული კორუფციასთან ბრძოლაზე და მიშვებული აქვს ეს პრობლემა“ – მიაჩნია სანდრო ქევხიშვილს.
საქართველოში ელიტური კორუფციის პრობლემის მნიშვნელოვან გაუარესებაზე საუბრობს ქვეყნის არაფორმალური მმართველის ყოფილი მოკავშირე და ახლა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი. გიორგი გახარიას 2013-2021 წლებში მნიშვნელოვანი სახელმწიფო პოსტები ეკავა, იყო ეკონომიკის და შინაგან საქმეთა მინისტრი და ასევე პრემიერ-მინისტრი.
„მე ხომ ვხედავ, რომ ის ხალხი, რომელიც ხან ვის მომიგზავნიდნენ, ხან ვის…ეს ხალხი ახლა მშვენივრად, მარტივად იღებს იმ სარგებელს, სხვადასხვა ფორმით, სადღაც ქონებით, სადღაც შეთანხმებით, სადღაც ვალების ჩამოწერით, სადღაც კიდე ათასი უბედურებით გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი
„მე ხომ ვხედავ, რომ ის ხალხი, რომელიც სხვადასხვა არხებით, ხან ვის მომიგზავნიდნენ, ხან ვის გამომიგზავნიდნენ და ვისაც ყოველთვის ვეუნბებოდი, რომ არა! ეს ხალხი ახლა მშვენივრად, მარტივად იღებს იმ სარგებელს, სხვადასხვა ფორმით, სადღაც ქონებით, სადღაც შეთანხმებით, სადღაც ვალების ჩამოწერით, სადღაც კიდე ათასი უბედურებით, ამას ხო ვხედავ ნათლად“ – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ.
საქართველოს ხელისუფლება პირიქით აცხადებს, რომ ქვეყანაში კორუფციის პრობლემა აღარ არსებობს. „კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო რეგიონული და საერთაშორისო ლიდერის პოზიციებით ხვდება“ – ნათქვამია პრემიერ ს განცხადებაში.
„მსოფლიო სამართლის პროექტის” წლევანდელი „კანონის უზენაესობის ინდექსის“ ისეთ წამყვან ფაქტორში, როგორიცაა კორუფციისგან თავისუფლება, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა.
„გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის“ თანახმად, კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში – მე-20, ევროპაში – მე-11, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მეორე ადგილზეა და ასწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ მრავალ სახელმწიფოს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
„ეს, რა თქმა უნდა, დამსახურებაა საქართველოს ხელისუფლების, საკანონდებლო ორგანოს საქმიანობის, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო და ისეთი პრევენციისა და კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ საქართველო იყოს მოწინავე კორუფციასთან წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მხრივ რა თქმა უნდა საამაყოა, რომ ჩვენ მოწინავე პოზიციებს ვინარჩუნებთ“ – ასევე ოპტიმისტური იყო პარლამენტის თავმჯდომარე ს შეფასებაც.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ბატონო ანრი, დღეს თქვენგან გავიგეთ, რომ ამერიკულ, ფრანგულ, გერმანულ კანონებს თქვენ უკეთ იცნობთ – იქნებ, დაეხმაროთ გერმანიის კანცლერს, რომ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას გაეცნოს

თამარ კორძაია ოხანაშვილს – თქვენი კანონი იმიტომ არის რუსული, რომ საერთაშორისოდ აკრძალულ რუსულ მედია “სპუტნიკზე“ არ გავრცელდება, მაგრამ “რადიო თავისუფლებას“ აგენტების სიაში ჩასვამთ