საქართველოს ყველა მხრიდან უტევენ – გიორგი ზერეკიძე

„თურმე დღეს უნდა დავუხაროთ ვიღაცას თავი, იქნება ეს ლიეტუვა, , საფრანგეთი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მმართველი, ამ დროს არ იციან და ვერ ხვდებიან რომ დღევანდელი ხელისუფლება არ დაუხრის თავს მათ ისე, როგორც ამას შვრებოდა სააკაშვილის მონა ხელისუფლება, არ ივლის მის ჭკუაზე და არ გახვევს ქვეყანას ცეცხლის ალში. არავის რომ არ დაუხრის თავს და ვერავინ შეაშინებს სანქციებით არაერთხელ დადასტურდა“,- წერს ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ზერეკიძე აღნიშნავს, „დღეს საქართველოს მშვიდობის გარანტი და მისი გუნდია! ყველა ერთად გავივლით ამ რთულ პერიოდს ქართულ ოცნებასთან ერთად და გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს!“ „უტევენ საქართველოს ყველა მხრიდან, ცდილობენ დაჩაგრონ და თავის ჭკუაზე ატრიალონ ქვეყანა, რომელიც საუკუნეების მანძილზე თვითრწმენით, ღირებულებებით, პრინციპებით გადარჩა და თურმე დღეს უნდა დავუხაროთ ვიღაცას თავი, იქნება ეს ლიეტუვა, , საფრანგეთი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მმართველი, ფიქრობენ რომ როცა მოუნდებათ მაშინ შეუძლიათ ბრძანებები მისცენ ჩვენს ხელისუფლებას.
ამ დროს არ იციან და ვერ ხვდებიან რომ დღევანდელი ხელისუფლება არ დაუხრის თავს მათ ისე, როგორც ამას შვრებოდა სააკაშვილის მონა ხელისუფლება, არ ივლის მის ჭკუაზე და არ გახვევს ქვეყანას ცეცხლის ალში. ირაკლი არავის რომ არ დაუხრის თავს და ვერავინ შეაშინებს სანქციებით არაერთხელ დადასტურდა უკვე. დღეს საქართველოს მშვიდობის გარანტი და მისი გუნდია! დარწმუნებული ვარ კიდევ იქნება შემოტევები და ასევე დარწმუნებული ვარ რომ ყველა ერთად გავივლით ამ რთულ პერიოდს ქართულ ოცნებასთან ერთად და გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს!“-წერს გიორგი ზერეკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია