ქერჩის სრუტეში გრძელდება რუსული ტანკერის ეკიპაჟის გადარჩენის ოპერაცია

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ აზოვის და შავი ზღვების დამაკავშირებელ ქერჩის სრუტეში დილით განაახლა ტანკერ „ვოლგონეფტ 239“-ის ეკიპაჟის ევაკუაციის ოპერაცია, რომელიც გასულ ღამით შეწყდა ძლიერი ღელვის და ქარიშხლის გამო.
სამინისტროს მიერ დილის 11 საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, მაშველებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს ეკიპაჟის ხუთი წევრი.
გუშინ, 15 დეკემბერს შტორმის შედეგად, ქერჩის სრუტეში მეჩეჩზე აღმოჩნდა და დაზიანდა ორი ტანკერი, „ვოლგონეფტ 212“, რომელზეც 13 ადამიანი იმყოფებოდა და „ვოლგონეფტ 239“, რომლის ეკიპაჟში 14 წევრია.
რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, მაშველებმა 15 დეკემბერსვე გადაარჩინეს „ვოლგონეფტ 212“-ის ეკიპაჟის ყველა წევრი, ერთი კი დაიღუპა. 11 მეზღვაური ანაპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ტანკერი ორ ნაწილად გაიპო.
რუსი გამომძიებლები კატასტროფის გამომწვევ მიზეზებს შორის ასახელებენ რთულ მეტეოპირობებში ეკიპაჟის შეცდომას და შტორმის ზედმეტად ძლიერ დაწოლას ტანკერების კორპუსზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…