სლოვაკეთის პრეზიდენტი – ჯანსაღი აზრის მქონე ადამიანებს შორის ალბათ არავის სჯერა, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი იქნება უკრაინის ნაწილობრივი ტერიტორიული დანაკარგების გარეშე

სლოვაკეთის პრეზიდენტის, პიტერ პელეგრინის განცხადებით, ში მშვიდობის მიღწევა მხოლოდ კომპრომისით, მათ შორის ტერიტორიული დანაკარგებითაა შესაძლებელი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პიტერ პელეგრინმა ადგილობრივ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ომის დასასრულებლად უკრაინას დათმობაზე წასვლა მოუწევს.
„როდესაც საუბარია მშვიდობაზე, მიმაჩნია, რომ რეალისტები უნდა ვიყოთ. დღეს, ევროპაში ჯანსაღი აზრის მქონე ადამიანებს შორის ალბათ, არავის სჯერა, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი იქნება უკრაინის ნაწილობრივი ტერიტორიული დანაკარგების გარეშე“, – აღნიშნა ს პრეზიდენტმა.