გერტ იან კოპმანი დარჩიაშვილს – მადლობა მთელი იმ შრომისთვის, რომელსაც ახორციელებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

დიდი მადლობა კიდევ ერთი შესანიშნავი საუბრისთვის, ძვირფასო ილია და მთელი იმ შრომისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი გუნდი ახორციელებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ასე ეხმაურება სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტირატის გენერალური დირექტორი, გერტ იან კოპმანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან გამართულ შეხვედრას/
აღმოსავლეთ პარტბიორობის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ საუბარზე სოციალურ ქსელში წერს თავად ილია დარჩიაშვილიც:
“მქონდა ძალიან კარგი საუბარი გერტ იან კოპმანთან. ველოდებით რა უაღრესად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მე მას მივაწოდე ინფორმაცია იმ სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. მოუთმენლად ველით კიდევ ერთ დიდ წინგადადგმულ ნაბიჯს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე”, – წერს დარჩიაშვილი X-ის (ყოფილი „ტვიტერი“ ) პირად გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)