მარგუს ცაჰკნა – საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს კონკრეტული შედეგები უნდა მოჰყვეს

მოუთმენლად ველი საგარეო საქმეთა საბჭოს – საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს კონკრეტული შედეგები უნდა მოჰყვეს, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„მოუთმენლად ველი საგარეო საქმეთა პირველ საბჭოს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ კაია კალასთან ერთად. ბევრი გვაქვს სასაუბრო. უნდა ვაიძულოთ შეცვალოს თავისი კურსი. ჩვენ გვაქვს სახსრები. მათი ში გაგზავნა დიდი ხანია დაგვიანებულია.
საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს კონკრეტული შედეგები უნდა მოჰყვეს“, – წერს ს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ოფიციალური ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში დღეს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება და მას პირველად უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელია მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე – მინიმალური, რაც ღირსების დასაცავად შემეძლო გამეკეთებინა, გავაკეთე და უღირსობას გავეცი პასუხი – აღმაშფოთა ირაკლი შვანგირაძის უშფოთველობამ, სიმართლე გითხრათ, არც ვნანობ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ეფექტურმა და კოორდინირებულმა ევროპულმა ჩართულობამ საშუალება მოგვცა, უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების საკითხზე მოლაპარაკებებში კარგი პროგრესისთვის მიგვეღწია

გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა – სასამართლომ ივანიშვილის წინააღმდეგ საჩივარი უარყო და მისთვის ზარალის ანაზღაურების ვალდებულება ძალაში დატოვა