გივი მიქანაძე ესტონეთის სანქციაზე – ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება და ამავდროულად არის მორიგი უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი გივი მიქანაძე ს საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის ინფორმაციითაც, ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ს.
გივი მიქანაძე სამარცხვინოს უწოდებს მიღებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ეს ნიშნავს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მიერ გამოხატული მხარდაჭერის იგნორირებას მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათთვის მოქმედი ხელისუფლება მისაღები არ არის.
„ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება და ამავდროულად ეს არის მორიგი უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, ეს არის ხალხის ნების უპატივცემლობა და 1 120 000 ამომრჩევლის მიერ გამოხატული მხარდაჭერის იგნორირება მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათთვის არ არის მისაღები ის ხელისუფლება, რომელსაც ქართველი ხალხი უკვე მეცხრედ ზედიზედ ირჩევს. ესტონეთის ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათი მეგობრობა არც სიტყვებით და მით იმეტეს, საქმითაც არ გამოიხატება რეალურ მეგობრობაში და ისინი არიან ორიენტირებული კონფრონტაციაზე და ადგილობრივ დონეზე გარკვეულწილად სიტუაციის რადიკალიზაციაზე“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.
ცნობისთვის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნას ინფორმაციით, ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ს.
„ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა კრიმინალურია და ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, რეაგირებისა და ქმედებებისკენ“, – წერს ცაჰკნა.