საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირს „ჰამასის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ

საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირს „ჰამასის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა წერილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს მისწერეს.
„ახალი სანქციების რეჟიმის სწრაფად მიღება „ჰამასის“ წინააღმდეგ ძლიერი პოლიტიკური გზავნილი იქნება“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრების წერილში.
საგარეო საქმეთა მინისტრების წერილში დეტალურად არ არის აღწერილი, თუ კონკრეტულად ვის შეეხება დაწესებული სანქციები.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – სად არის მიშასთან რომ მიდიოდა ის ლარი, ლარნახევარი, ორი ლარი, სად იკარგება გზაში? ფოთამდე საწვავი ლარნახევარი ღირდა, მაგრამ 2,60 ლარად ყიდდნენ – ქურდული წილია აბსოლუტური ყაჩაღებისა ოლიგარქების