აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ბაქოში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს მსხვილი ერთობლივი სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ლოგისტიკური პროექტების სტრატეგიულ როლს, ასევე, ე.წ. ვაჭრობის შუა კორიდორის გამართულ და აქტიურ ფუნქციონირებას. ასევე, აღნიშნეს ამ მიმართულებებით დაგეგმილი ახალი ინიციატივების მნიშვნელობა. ამავე კონტექსტში ისაუბრეს მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის ხალხებს შორის მჭიდრო და მეგობრულ კავშირებზე.
შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის პრემიერს მადლობა გადაუხადა კახის რაიონში არსებული დრამატული თეატრისთვის ილია ჭავჭავაძის სახელის მინიჭებისა და ქალაქ განჯაში ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის მემორიალური დაფის ინსტალაციისთვის.
მიმოიხილეს, აგრეთვე, პარლამენტების დადებითი წვლილი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების საქმეში.
აზერბაიჯანის პრემიერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.
ასევე, შალვა პაპუაშვილს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება მიულოცა.
პარლამენტის ცნობით, საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი შედიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა