ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბარში ხაზგასმით აღვნიშნე, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა პოლიტიკურია – ახალი არჩევნები! – პრეზიდენტი ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა ახალი არჩევნებია.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, პრეზიდენტმა კოშტამ დაუდასტურა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის და მისი ევროპული მომავლის მხარდაჭერას გააგრძელებს.
„დღეს საღამოს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბარი მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან.
ხაზგასმით აღვნიშნე, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა პოლიტიკურია – ახალი არჩევნები!
პრეზიდენტმა კოშტამ დამიდასტურა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის და მისი ევროპული მომავლის მხარდაჭერას გააგრძელებს“, – წერს ზურაბიშვილი X-ზე.