,, ვერავის ექნება ამ ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი, ვინც მიიღებს ივანიშვილ-კეზერაშვილის თამაშის წესებს” – ნიკა მელია

ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია NDI – ის კვლევაზე:
,,ოპოზიციის არცთუ მცირე ნაწილმა მიიღო ივანიშვილის მანკიერი სისტემა, მისი თამაშის წესები;
ივანიშვილის წესებით თამაში, აწყობს მხოლოდ მას, ოპოზიციის ნაწილი კი ადასტურებს იმას, რაც სურს ივანიშვილს: ხალხი ფიქრობს, რომ ყველა ერთნაირია, ოპოზიციის ნაწილი კი თავისი ქმედებებით, გადაწყვეტილებებით, ქცევით ამ აზრს მხოლოდ განამტკიცებს.
ამომრჩევლის უდიდესმა ნაწილმა, დაკარგა პოლიტიკოსების ნდობა, უჭირს ნათლად დაინახოს საკუთარი და ქვეყნის პერსპექტივა, გამოსავალს ხედავს ქვეყნიდან წასვლაში და არა მომავლისთვის ბრძოლაში.
ამომრჩეველს არასწორად მიიჩნევენ გადაუწყვეტელად, მათი გადაწყვეტილება არის ნათელი – მიუღებლობა არსებული პოლიტიკური კლასის უმეტესობის მიმართ.
ვერავის ექნება ამ ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი, ხალხის მხარდაჭერა და ცვლილების შესაძლებლობა ვინც მიიღებს ივანიშვილ-კეზერაშვილის თამაშის წესებს.
სწორედ ამიტომ, ჩვენს ახალ პარტიას, ექნება მთავარი ამბიცია – იყოს ხალხის ინტერესის წარმომადგენელი, რომელიც დაანგრევს ივანიშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკურ კორუფციას, შეცვლის თამაშის უწესო წესებს, წესიერებითა და სიმართლით.
ჩვენი გზა სიმართლის გზაა, სადაც არის სიმართლე, იქ არის ხალხი, სადაც არის სიმართლე იქ არის რწმენა და იქ მოდის გამარჯვება.
სადაც სიმართლე და მართალი ხალხის ბრძოლაა, იქ ხდება ცვლილება.”

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს, ჯვარზე ტანჯულ მაცხოვარს არ დავიწყებია დედა, თავის მოწაფეს ეუბნება, აჰა დედა შენი, ანუ იზრენე დედაჩემზე, როგორც შენს დედაზეო

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად