საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის მოთხოვნის ვალდებულება არ გაუქმებულა. ამ მარტივი სიცრუის გავრცელება ისევ და ისევ საზოგადოების მოტყუებას და პროტესტის გაჩენას ისახავს მიზნად

საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის მოთხოვნის ვალდებულება არ გაუქმებულა. ამ მარტივი სიცრუის გავრცელება ისევ და ისევ საზოგადოების მოტყუებას და პროტესტის გაჩენას ისახავს მიზნად
საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის მოთხოვნის ვალდებულება არ გაუქმებულა, – წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ გორდულაძე.
მისი თქმით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით სახელმწიფო სამსახური და საჯარო სამსახური ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე – ქართულად და ამასთან დაკავშირებით სიცრუის გავრცელება ისევ და ისევ საზოგადოების მოტყუებას და პროტესტის გაჩენას ისახავს მიზნად.
“საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის მოთხოვნის ვალდებულება არ გაუქმებულა.
სიცრუის გამავრცელებლები რატომ მალავენ, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით სახელმწიფო სამსახური და საჯარო სამსახური ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე – ქართულად, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე – აფხაზურად.
დეპარტამენტის უფროსი როგორ დაინიშნება თუ ქართული არ იცის? როგორ შეძლებს საქმე აწარმოოს?
ამ მარტივი სიცრუის გავრცელება ისევ და ისევ საზოგადოების მოტყუებას და პროტესტის გაჩენას ისახავს მიზნად. საჯარო მოხელისთვის სახელმწიფო ენის მოთხოვნის გაუქმება ისეთივე მართალია, როგორც 300 000 ხმის გაყალბება და ევროპული კურსიდან გადახვევა”, – წერს არჩილ გორდულაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას