გვინდა ვმართოთ, თუ გვინდა გვმართონ? – შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის პოსტსაბჭოთა მთავრობების მხრიდან ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებაზე თავდასხმის ფონზე, კითხვა, რომელსაც ამომრჩეველთა 54%-მა გასცა პასუხი, ახლა უკვე ყველა მოქალაქისთვის ისმის – გვინდა ვმართოთ, თუ გვინდა გვმართონ?- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სოციალურ ქსელში. პოსტს ის თან ურთავს აზიარებს “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, მცხეთაში მისი სიტყვით გამოსვლის ვიდეოს, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებსა და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს შორის ტოლობის ნიშანს სვამს.
“ევროკავშირის პოსტსაბჭოთა მთავრობების მხრიდან ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებაზე თავდასხმის ფონზე, კითხვა, რომელსაც ამომრჩევლების 54%-მა 26 ოქტომბერს გასცა პასუხი, ახლა უკვე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ისმის: გვინდა ვმართოთ, თუ გვინდა რომ გვმართონ?”, – წერს პაპუაშვილი.