ლიეტუვამ კობახიძის ჩათვლით 17 პირი დაასანქცირა

ლიეტუვამ საქართველოში „ოცნების“ 17 პოლიტიკოსი დაასანქცირა, მათგან ერთ-ერთი კი ირაკლი კობახიძეა. ამის შესახებ X-ზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი წერს.
„ლიეტუვა ქართველი ხალხისა და მათი ევროპული ოცნების გვერდით დგას. ესტონეთთან კოორდინირებით, ჩვენ განვავრცეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია და მას კიდევ 17 პირი დავუმატეთ, მათ შორის, პრემიერმინისტრი .
ჩვენ არ შევეგუებით ძალადობასა და რეპრესიებს მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის მიმართ. დროა, ევროკავშირი ერთობლივად მოქმედების საფეხურზე გადავიდეს!“, — წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
#Lithuania stands with the people of #Georgia& their European dream. In coordination with Estonia, we have expanded the list of sanctioned Georgian politicians by adding 17 more individuals, including Prime Minister Irakli Kobakhidze. We will not tolerate the violence&… — Kęstutis Budrys (@BudrysKestutis) December 15, 2024
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ სანქცირებულთა სია გაზარდა ესტონეთმაც და კიდევ 14 მაღალჩინოსნის მიმართ მიიღო ზომები. ირაკლი ესტონეთის ახალ სიაშიც ერთ-ერთია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება