ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გადადებაზე ქილიკობთ, თქვენი ლოგიკით, ხელისუფლებას ბავშვები, მათ შორის, თქვენი შვილებიც საფრთხეში უნდა ჩაეგდო

რადიკალური ოპოზიციის მიერ მართულ არამშვიდობიან აქციაზე მშობლებს პატარა ბავშვები რომ მიგყავთ- ეს ევროპელობა გგონიათ? არა მეგობრებო, ეგ ევროპელობა არ არის, ეგ არამშვიდობიან აქციაზე დასაშვები საფრთხის გაუაზრებლობაა. საკუთარი შვილების უსაფრთხოების “ფეხზე დაკიდებაა”, მაგრამ ეგეც არაევროპულად, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, , სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, იმ ადამიანების ლოგიკით, ვინც ქილიკობს ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გადადებაზე, ბავშვები ხელისუფლებას საფრთხეში უნდა ჩაეგდო. აქედან გამომდინარე, მეგრელიშვილის თქმით, რადიკალების აქციაზე მყოფების შვილების უსაფრთხოება სახელმწიფოს ინტერესი უფროა, ვიდე თავად მშობლების და სწორედ ამაშია მათი ტრაგედიაც.
“რადიკალური ოპოზიციის მიერ მართულ არამშვიდობიან აქციაზე მშობლებს პატარა ბავშვები რომ მიგყავთ- ეს ევროპელობა გგონიათ? არა მეგობრებო, ეგ ევროპელობა არ არის, ეგ არამშვიდობიან აქციაზე დასაშვები საფრთხის გაუაზრებლობაა. საკუთარი შვილების უსაფრთხოების “ფეხზე დაკიდებაა”, მაგრამ ეგეც არაევროპულად.
დღეს მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიების გადადებაზეც სწორედ ეს ხალხი ქილიკობთ, თქვენი ლოგიკით პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით ხელისუფლებას ბავშვები, მათ შორის თქვენი შვილებიც საფრთხეში უნდა ჩაეგდო.
დღეს მათთვის განკუთვნილი სივრცე ხომ პირადად თქვენ თუ არა, გუშინ, გუშინწინ, აქციაზე თქვენს გვერდით მდგომმა ადამიანებმა დაიკავეს?! და ბავშვებისთვის საახალწლო განწყობისა და ჟრიამულისა ადგილი და სივრცე უბრალოდ აღარ დარჩა.
გამოდის, რომ თქვენი შვილების უსაფრთხოება თქვენზე მეტად სახელმწიფოს ინტერესია და ამაშია მთელი თქვენი ტრაგედია.
ახლა ითვალეთ თავები და პოლიტიკური დესტაბილიზაციის სურვილით აღტყინებულებმა თქვენივე შვილებს აუხსენით დღეს დედაქალაქის ნაძვის ხესთან ბავშვების ნაცვლად