AS: ლუის ენრიკემ პსჟ-ისთან კონტრაქტი გაახანგლძრივა

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი ჯერ კიდევ ოქტომბერში 2027 წლამდე გაახანგლძრივა, მაგრამ ფრანგული გუნდი ამ ინფორმაციას ჯერ ოფიციალურად არ ადასტურებს.
პსჟ ოფიციალური განცხადების გაკეთებას ნოემბერში აპირებდა, მაგრამ გუნდის არადამაკმაყოფილებელმა შედეგებმა გავლენა მოახდინა მათ გადაწყვეტილებაზე. ახლა ხელმძღვანელობა ხელსაყრელ მომენტს ელოდება, რათა ეს ამბავი საზოგადოებას აუწყოს.
პარიზული გუნდის ბოსებს მიაჩნიათ, რომ ლუის ენრიკეს ჩემპიონთა ლიგაზე სიტუაციის გამოსწორება შეუძლია.