საქართველოში ტერორი და თვითნებური დაპატიმრებები გრძელდება – საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, აცხადებს, რომ საქართველოში ტერორი და თვითნებური დაპატიმრებები გრძელდება.
„ტერორი საქართველოში – კვლავ თვითნებური დაპატიმრებები, მათ შორისაა სტუდენტური მოძრაობა “სტუდენტები თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკო მანაგაძე“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე გუშინ ღამით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ადვოკატის განმარტებით, დაკავების დროს მასთან ერთად ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ასევე დააკავეს. ორივე მათგანი დიღომში, მესამე იზოლატორში არიან გადაყვანილები.