გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, შეცდომა იქნება უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება ან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმის დაშვება, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შოლცმა n-tv-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„დარწმუნებული ვარ, შეცდომა იქნება, თუ იარაღს, რომელიც უკრაინას მივაწოდეთ, რუსეთის ფედერაციის სიღრმეში დარტყმისთვის გამოიყენებენ, ან თუ მივაწვდით იარაღს, რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება“, – აღნიშნა შოლცმა.
მისი თქმით, აუცილებელია რუსეთის ფედერაციასა და ნატო-ს შორის კონფლიქტის „ნებისმიერ ფასად“ თავიდან აცილება.
„თუ ჩვენს გარდა არავის აქვს გონებრივი ძალა, რომელიც საჭიროა აწონ–დაწონილი გადაწყვეტილებების მისაღებად, მაშინ ასე იყოს“, – აღნიშნა შოლცმა.