ჭიათურის სახელმწიფო თეატრი 129 წლისაა

1894 წლის 11 დეკემბრიდან ჭიათურა თეატრალურმა სამყარომ მოიცვა…
„ჭიათურა. კვირას, 11 დეკემბერს, ხუროთმოძღვრის გ. დეკანოზიშვილის მეთაურობით, გამართეს აქ წარმოდგენა ადგილობრივი სკოლის სასარგებლოდ. წარმოდგენილი იყო „ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“ და „მონადირე“. წარმოდგენას ხალხი ბლომად დაესწრო. მოთამაშეთა შორის, უმთავრესი ყურადღება თავის მოხდენილის თამაშით მიიქცია ქალბატონმა არდიშვილისამ“. („ივერია“, #266, 1894, 16 დეკ.)
1901 წელს თეატრში, ცნობილი ქართველი მწერლის – აკაკი წერეთლის თანდასწრებით, მისი გახმაურებული პიესა „პატარა კახი“ დაიდგა.
1910 წლიდან თეატრს მუდმივმოქმედი დასი ჰყავს, იგი რიგით მესამე მუდმივ მოქმედი დასია საქართველოში, რუსთაველისა და მარჯანიშვილის დასების შემდეგ.
მე-20 საუკუნის 20-30 წლები თეატრის ოქროს ხანად მიიჩნევა. ამ წლებში თეატრმა დადგა: შექსპირის, მოლიერის, ლოპე დე ვეგას დავით კლდიაშვილის, პოლიკარპე კაკაბაძის და სხვათა პიესები. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“ ქართული თეატრის ისტორიაში ამ პიესის ერთ-ერთ საუკეთესო განხორციელებად ითვლება, ხოლო მასში მთავარი როლის შემსრულებელი, საქართველოს სახალხო არტისტი მიხეილ ვაშაძე ამ სცენური სახის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად. თეატრმა 1949 წელს ბინა ახალ შენობაში დაიდო და მას აკაკი წერეთლის სახელი მიენიჭა.
მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ჭიათურის თეატრი განსაკუთრებული შემოქმედებითი წარმატებებით გამოირჩეოდა. მან ორჯერ გაიმარჯვა საკავშირო ფესტივალზე, ხოლო უნგრული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზი დაიმსახურა.
თეატრში მოღვაწეობდნენ:
გრიგოლ ტყაბლაძე — თეატრისა და კინოს მსახიობი
თამარ აბაშიძე – თეატრისა და კინოს მსახიობი
ალექსანდრე წუწუნავა – რეჟისორი, სცენარისტი, თეატრის მსახიობი
შოთა ცუცქირიძე – მსახიობი, რეჟისორი , თეატრმცოდნე
მიხეილ ვაშაძე – თეატრისა და კინოს მსახიობი
არჩილ გომიაშვილი – თეატრისა და კინოს მსახიობი
ნოდარ ჩაჩანიძე – თეატრისა და კინოს მსახიობი
ჭიათურის თეატრთან აქტიურად თანამშრომლობენ ქართველი რეჟისორები, მათ შორის ახალი თაობის წარმომადგენლები. სამხატვრო ხელმძღვანელი: მამუკა ცერცვაძე; თეატრის დირექტორი: ნანა წერეთელი.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა

პროკურორი ნია იმნაძის საქმეზე – ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო