უნდა დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციას და დატოვოს ის პოზიცია, რომლის ვადა კონსტიტუციის მიხედვით 30 დეკემბერს ამოიწურება

სალომე ზურაბიშვილი უნდა დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციას და უნდა დატოვოს ის პოზიცია, რომლის ვადა კონსტიტუციის მიხედვით 30 დეკემბერს ამოიწურება, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ.
„ჩვენ ვხედავთ მცდელობას, რომ დღეს მოქმედმა პრეზიდენტმა გაიხანგრძლივოს მისი ყოფნა ამ პოზიციაზე. ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური განცხადებები, ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ რაღაც მუხტი შეიქმნას საზოგადოებაში. სალომე ზურაბიშვილმა თავისი პოზიცია გვაჩვენა ჯერ კიდევ არჩევნებამდე, როდესაც დაიწყო მოლაპარაკებები ოპოზიციურ პარტიებთან, ს შემდგომაც, როდესაც ინფორმაციის გარეშე გაყალბებულად გამოაცხადეს. დღეს აშკარად ჩანს, რომ არანაირი ძალა, არანაირი მუხტი არ არსებობს, რომელიც შეძლებს ძალადობრივი წესით შეცვალოს საქართველოში ხელისუფლება“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო მდივნის მოადგილე: არ შეგვიძლია თავი მოვიკატუნოთ, რომ პარტნიორები ვართ, ვიდრე ევროპის ქვეყნები ბრიუსელში ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივილიზაციური სუიციდის პოლიტიკის გატარების უფლებას აძლევენ

ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის არ მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება

გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს, რაც შეეხება 2024 წელს, რასაც ეხებოდა „ბიბისის“ გამოძიება, ამასთან დაკავშირებით ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი