,, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ პრაქტიკულად უსწავლელ ახალ თაობას” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ წერილს აქვეყნებს:
,,საქართველო კატასტროფულად დაეშვა სასკოლო განათლების მსოფლიო რეიტინგში.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ პრაქტიკულად უსწავლელ ახალ თაობას. ეს არის მასწავლებელთა გადამზადების იმ პროგრამის შეჩერების პირდაპირი შედეგი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით.
2012 წლიდან შეიცვალა მთავარი რამ – სწავლა ისევ აღარ არის პრესტიჟული. ბავშვები უყურებენ, რომ ცხოვრებაში სულ სხვა კრიტერიუმებია საჭირო წარმატების მისაღწევად – ნათესაური კავშირები, ჩალიჩი, ეშმაკობა, კრიმინალი, მაგრამ განათლება ამ ჩამონათვალში ბუნებრივია არ შედის. პირველი მთავარი რეფორმა, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უნდა გატარდეს არის განათლების ფუნდამენტური რეფორმა.
მე მაქვს ჩემი აბსოლუტურად ზუსტი ხედვა თუ როგორ უნდა მოვახდინოთ არსებული ჭაობიდან განათლების სისტემის გამოყვანა, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება და წახალისება, მოსწავლეებში ინტერესის გაძლიერება და ახალი სტიმულების შემოღება მაღალხელფასიანი სამუშაო ადგილების მოპოვებაზე მორგებული განათლების დანერგვა.“

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა