თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიება პარლამენტთან გადაიდო.
შესაბამისი განცხადება კახა კალაძემ რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
“როგორც მოგეხსნებათ, დღეს 19:00 საათისთვის დავაანონსეთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება. ეს არის საზეიმო ღონისძიება, რომელიც პირველ რიგი ეკუთვნის ჩვენს პატარებს, ბავშვებს, თუმცა რადიკალურმა ოპოზიციამ აქაც კი იკადრა უკადრებელი და ნაძვის ხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, მათ შორის, შუშის ბოთლები ისროლეს სცენის მიმართულებით. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ ისინი ემზადებოდნენ პროვოკაციების მოწყობისთვის და არ მისცემდნენ პატარებს საახალწლო ზეიმის გამართვის შესაძლებლობას. ამ ფონზე ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ, ვინც მოდიოდა, აღნიშნულ თანამოქალაქეებს, რომლებიც ახლა შეკრებილები არიან პატარებთან ერთად საკრებულოს შენობასთან, არ მივცემთ საშუალებას წავიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით და მინდა მათ მოვუწოდო დაშლისკენ.
ბავშვების ინტერესები რადიკალურ ოპოზიციას რომ არაფრად მიაჩნია, ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა სკოლებში პოლიტიკური კამპანია წამოიწყვეს. ამ ყველაფრის გადაწყვეტილებით, მივიღეთ გადაწყვეტილება გადავდოთ ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი. საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მათ ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას მისცემს.
ჩვენ ამ დღეების განმავლობაში არა ერთხელ განვმარტეთ, რომ ეს არის საახალწლო ზეიმი, რომელიც განსაკუთრებულია ჩვენი შვილებისთვის და ის ტრადიცია, რაც იყო საახალწლო ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ილუმინაციების განათება, ამასთან დაკავშირებით გავაკეთეთ განცხადებები, თუმცა, ჩვენ მოვისმინეთ მუქარები ამასთან დაკავშირებით, რომ იქნებოდა პროვოკაციები და არ მისცემდნენ შესაძლებლობას ბავშვებს, ეზეიმათ.გუშინ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც იყო ამაზრზენი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის წინაშე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინაშე და არ გვინდა, ეს პროცესები ვიღაცებმა სათავისოდ გამოიყენონ, შესაბამისად, მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება, დღეს ზეიმი არ გაიმართება და მომდევნო დღეების განმავლობაში მოგაწვდით ამასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას”, – განაცხადა კალაძემ“, – განაცხადა კალაძემ.