“ვულოცავ ჩვენს ქვეყანას ჭეშმარიტად ქართველ, პატრიოტ და ღირსეულ პრეზიდენტს” – ბიძინა ივანიშვილი

დღეს, 14 დეკემბერს საქართველოს მე-6 პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს.

ბიძინა ივანიშვილი ულოცავს მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას:

“ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას.
ვულოცავ ჩვენს ქვეყანას ჭეშმარიტად ქართველ, პატრიოტ და ღირსეულ პრეზიდენტს.

დღევანდელი არჩევნების შემდეგ სრულყოფილად ამოქმედდა საქართველოს ევროპული სტილის კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის სრულად საპარლამენტო მოწყობას ითვალისწინებს.

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ კი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ამ ქვეყანაში პოლარიზაციის, ადამიანთა დაყოფის და რადიკალიზაციის ხელოვნური მცდელობები.

დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ის პრეზიდენტი, რომელიც დააბრუნებს ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას კონსტიტუციის ფარგლებში და ამასთანავე, ითამაშებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი საზოგადოების გაერთიანებასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაში” – ბიძინა ივანიშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება დაცულია, ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია განცხადება, რაც გუშინ გამოქვეყნდა

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის აფხაზეთის მოსახლეობა არის ჩვენი მოსახლეობა – როგორც ქართული, ისე აფხაზური ნაწილი, შესაბამისად ნდობის აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობას ჰქონდა სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემა და ეს ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრა ჩვენი წყალობით