საახალწლო ღონისძიება პარლამენტთან გადაიდო

საახალწლო ღონისძიება პარლამენტთან გადაიდო
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიება პარლამენტთან გადაიდო.
შესაბამისი განცხადება მ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი, – თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, საგანგებო ბრიფინგზე..
როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, მაშინ როდესაც აგრესიული მომიტინგეები საახალწლო ღონისძიებისთვის მოწყობილ სცენას შუშის ბოთლებს ესროდნენ, ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოსახლეობა პროვოკაციებისგან. შესაბამისად, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება დროებით გადაიდო.
“როგორც მოგეხსნებათ, დღეს 19:00 საათისთვის დავაანონსეთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება. ეს არის საზეიმო ღონისძიება, რომელიც პირველ რიგი ეკუთვნის ჩვენს პატარებს, ბავშვებს, თუმცა რადიკალურმა ოპოზიციამ აქაც კი იკადრა უკადრებელი და ნაძვის ხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, მათ შორის, შუშის ბოთლები ისროლეს სცენის მიმართულებით. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ ისინი ემზადებოდნენ პროვოკაციების მოწყობისთვის და არ მისცემდნენ პატარებს საახალწლო ზეიმის გამართვის შესაძლებლობას. ამ ფონზე ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ, ვინც მოდიოდა, აღნიშნულ თანამოქალაქეებს, რომლებიც ახლა შეკრებილები არიან პატარებთან ერთად საკრებულოს შენობასთან, არ მივცემთ საშუალებას წავიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით და მინდა მათ მოვუწოდო დაშლისკენ. რადიკალურმა ოპოზიციამ იკადრა უკადრებელი და ნაძვის ხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა. რუსთაველზე შეკრებილები არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, მათ შორის შუშის ბოთლები ისროლეს სცენის მიმართულებით. ჩვენ პროვოკაციებზე გუშინაც მოვისმინეთ ზურაბიშვილის განცხადება და ისინი ემზადებოდნენ ამისთვის. ამ ფონზე ლოგიკურია, მოვუწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც მოდიოდა ამ ღონისძიებაზე, უამრავი ჩვენი თანამოქალაქე შეკრებილია საკრებულოსთან, ბავშვებთან ერთად, რომ დაიშალონ, არ წავიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. ბავშვების ინტერესები რადიკალურ ოპოზიციას რომ არაფრად მიაჩნია ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა სკოლებში პოლიტიკური კამპანია წამოიწყეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, ზეიმი. ეს ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მათ მისცემს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური, რომ რადიკალური ფაშიზმი აუცილებლად უნდა დასრულდეს“, – განაცხადა კალაძემ.
ნაძვის ხის ანთებას კახა კალაძე 19:00 საათზე გეგმავდა.