4 ოპოზიციური პარტია კალასს, EU-ის საგარეო მინისტრებს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მიმართავენ

4 პოლიტიკური კოალიცია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს კაია კალასსა და ევროპული კავშირის წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და ევროპული ღირებულებების დასაცავად გადაუდებელი ქმედებები განახორციელონ.
განცხადებას ხელს აწერენ: -კოალიცია ცვლილებისთვის, თინა ბოკუჩავა – ერთობა – ნაციონალური მოძრაობა, – ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის, ზაზა თავაძე – გახარია – საქართველოსთვის.
“თქვენო აღმატებულებავ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მოახლოებული შეხვედრის ფონზე გვსურს გაცნობოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ. საქართველო უპრეცედენტო პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას, რაც ევროკავშირის დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს.
2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო ს შემდეგ, ს თვითგამოცხადებულმა რეჟიმმა 2028 წლამდე შეაჩერა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები. ამან გამოიწვია მშვიდობიანი პროტესტი, რომელსაც სახელმწიფომ ორგანიზებული ტერორი დაუპირისპირა. რეჟიმის გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ შოკისმომგვრელი ღალატია, მათთვისაც კი, ვინც პარტია ქართულ ოცნებას ხმა მისცა.