ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო – საქართველოს პარლამენტს, გაყალბებული არჩევნების შედეგად, სურს აირჩიოს ქვეყნის ახალი პრეზიდენტი, ულტრამემარჯვენე და პრორუსი – ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს

ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფებებს წარმოადგენს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო (საფრანგეთი) სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს საქართველოს პარლამენტს, გაყალბებული ს შედეგად, სურს აირჩიოს ქვეყნის ახალი პრეზიდენტი, ულტრამემარჯვენე და პრორუსი, მაშინ როცა ქართველები ყოველდღიურად დემოკრატიისა და ევროპის მიმართ ერთგულების დასადასტურებლად დემონსტრაციებს მართავენ. მთელი ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფებებს წარმოადგენს“, – წერს ფრანგი ევროპარლამენტარი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი