ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს ამბობს, რომ “კარბაიას გარდაცვალების ფაქტზე” გამოძიება მიმდინარეობს

ოკუპირებული ს ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას, “გარდაცვალების ფაქტზე” შესაბამისი სამსახურები გამოძიებას აწარმოებენ. მის ცემაზე არაფერია ნათქვამი.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. -ს მიერ სააგენტო “აიაშარასთვის” მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 6 დეკემბერს განყოფილებაში “სატელეფონო შეტყობინება” შევიდა, რომ ბაზრის მიდამოებში, “ნასვამ მდგომარეობაში” მყოფი მოქალაქე “ავიწროებდა მოქალაქეებს და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა”. დე ფაქტო სამინისტრო ამტკიცებს, რომ შემთხვევის ადგილზე ჯგუფი 16:300 საათისთვის მივიდა და 1979 წელს დაბადებული ვიტალი კარბაია განყოფილებაში წაიყვანეს.
ე.წ. შს ამტკიცებს, რომ კაცი “აგრძელებდა უხამსი სიტყვების გამოყენებას პოლიციელების მიმართ”.
“პირადობის შემოწმებისა და კარბაიას განყოფილებში მიყვანის შესახებ ჩანაწერის შემდეგ კარბაია მოათავსეს გალის რაიონში შინაგან საქმეთა დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ის შლეგივით იქცეოდა და ცდილობდა თავის დაზიანებას, რასთან დაკავშირებითაც მოხდა მისი ტრანსპორტირება რაიონულ საავადმყოფოში მედიკამენტოზური ჩარევისთვის”, – ამბობს დე ფაქტო უწყება.
საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ მიმდინარე წლის 7 დეკემბერს დაახლოებით დილის 08:50 საქართველოს მოქალაქე გაუშვეს.
როგორც “აიაშარა” წერს, “არსებული ინფორმაციის მიხედვით, მოქალაქე კარბაია ვ.ი. გარდაიცვალა ქალაქ სოხუმის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში 2023 წლის 9 დეკემბერს, სადაც წინა დღეს მიიყვანეს გალის სამედიცინო დაწესებულებიდან. გალის სამედიცინო დაწესებულებას კარბაიამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიმართა.”
შეგახსენებთ, რომ ს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები თემურ კარბაიას ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მიყენებული დაზიანებების გამო, ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.