მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ზვავი, ნისლი და ქარბუქი | გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ზვავი, ნისლი და ქარბუქი | გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 დეკემბრის გვიან საღამოდან 12 დეკემბრის საღამომდე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო, მთიან რაიონებში, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი.
სააგენტოს თქმით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.