ადგილობრივების ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმმა კარბაიას მკვლელობისთვის დაკავებული “მილიციელები” გაათავისუფლა

ადგილობრივების ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას, მკვლელობისთვის დაკავებული “მილიციელები” გაათავისუფლა.
“როგორც ადგილობრივები გვაწოდებენ ჩვენ ინფორმაციას, სამივე დამნაშავე არის განთავისუფლებული და გვიან ღამით ისინი გალში უკვე იმყოფებოდნენ. ოკუპირებული რეჟიმი არ აპირებს მათ დასჯას. ეს ფაქტი, რომ ისინი გაათავისუფლეს, იმის მაჩვენებელია, რომ დაუსჯელობის სინდრომი გრძელდება,” – ამბობს მოძრაობა “სთვის წევრი,” ნუკრი ნოდია.
მომხდარს ამ დრომდე არ გამოხმაურებია არც პრემიერმინისტრი, არც საგარეო საქმეთა სამინისტრო.
შეგახსენებთ, რომ დროებით ოკუპირებულ გალში თემურ კარბაიას საოკუპაციო რეჟიმის ე.წ.-მა მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. მიყენებული დაზიანებების გამო, ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.