ვერონა-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ვერონა-თელავის მონაკვეთთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.