აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური ისრაელის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური ს თავდაცვის მინისტრს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ისრაელში ვიზიტის ფარგლებში -ის არმიის ცენტრალური სარდლობის მეთაური, მაიკლ კურილა ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსს, ჰერცი ჰალევისა და ისრაელის თავდაცვის მინისტრს, ისრაელ კაცს შეხვდა.
„ლიდერებმა მთელი რიგი რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის სირიაში არსებული ვითარება და სხვა სტრატეგიული საკითხები განიხილეს“, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
ცნობისთვის, მაიკლ კურილა ისრაელში ვიზიტამდე იორში, სირიაში, ლიბანსა და ერაყში იმყოფებოდა.