პაპუაშვილი: ვერ ვხედავ შემაფერხებელ გარემოებას, რომ ევროსაბჭომ არ მოგვანიჭოს სტატუსი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ს თქმით, ვერ ხედავს რაიმე შემაფერხებელ გარემოებას, რის გამოც, შესაძლოა, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭოს.
“ჩვენ გვაქვს მთავარი დოკუმენტი, ეს არის ევროკომისიის დასკვნა, რომელიც არის პოზიტიური, რომლის რეკომენდაციაც არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და მე ვერ ვხედავ რაიმე შემაფერხებელ გარემოებას, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება იყოს სხვა, გარდა იმისა, რომ მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი.
ასე რომ, მე ოპტიმისტურად ვუყურებ 14-15 დეკემბრის შეხვედრას ევროპულ საბჭოში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ჭეშმარიტად ევროპული გადაწყვეტილება, რომელიც დაფუძნებული იქნება დამსახურებაზე”, – ამბობს პაპუაშვილი.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. დეკემბერში, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.