დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად მიმდინარე კენჭისყრას საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ მან დღეს ხმა მისცა საქართველოს სუვერენიტეტს, ეროვნულ ღირებულებებს, ტრადიციებს, ეკონომიკურ წინსვლასა და ქვეყნის ევროინტეგრაციას.
„ხმა მივეცი საქართველოს სუვერენიტეტს, ეროვნულ ღირებულებებს, ტრადიციებს, ეკონომიკურ წინსვლასა და ქვეყნის ევროინტეგრაციას. დარწმუნებული ვარ, იქნება ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი, რომელიც დაიცავს ქვეყნის ტრადიციებსა და სუვერენიტეტს და დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს იმ ღირსებას, რაც მისმა წინამორბედებმა აჰყარეს ამ ინსტიტუციას. ვუსურვებ მიხეილს გამარჯვების და წარმატების გზაზე სიარულს და მეამაყება, რომ ის “ხალხის ძალის” წიაღიდან მოდის,“ – წერს სოზარ სუბარი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე პრემიერის ინიციატივაზე: ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის ან თელავის სრულფასოვან საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბება არა მხოლოდ განათლების ხელმისაწვდომობას გაზრდის, არამედ ეკონომიკურ გააქტიურებასაც გამოიწვევს

საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს არავითარი რესურსი არ ექნებათ, რომ განაგრძონ საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ვფიქრობ, ეს სრულიად არაჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი ჩანაცვლდება ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრით

გერმანიის ელჩი საქართველოში პირდაპირ უხეშად არღვევს ვენის კონვენციას, ყველანაირ დიპლომატიურ სტანდარტს და როგორც იქნა, აღმოჩნდა ევროპაში პარტია, ამ შემთხვევაში ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელმაც ჯანსაღი კითხვები დასვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით