სალომე ზურაბიშვილი – დღეს „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა – ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს!

სალომე ზურაბიშვილი – დღეს „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა – ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს!
დღეს „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა, ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ერთი წლის წინ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო და დღეს ცენტრალური კომისიის მსგავსი „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა. ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს!“ – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი წერს, რომ თბილისში ნაძვის ხე პოლიციის მიერ არის დაცული და „დაპატიმრებული“.
„ნაძვის ხე, რომელიც იმ პოლიციური სახელმწიფოს სიმბოლოა, როგორადაც „ქართული ოცნება“ საქართველოს გადაქცევას ცდილობს, პოლიციის მიერ არის დაცული და „დაპატიმრებული“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ელისო ჯარიაშვილი – ვახო სანაიასთვის პატიმრობის შეფარდებით ვისი ცხოვრება გახდება უკეთესი? პაპუაშვილო, ბოჟაძევ, 14 დღე მშვიდად დაიძინებთ? – ეს ვახოზე პერსონალური ანგარიშსწორებაცაა, ისე როგორც არის შეტევა თავისუფალ მედიაზე