ჩემი მოწოდებაა ყველას მიმართ, აღიარონ ქართველი ხალხის ნება, ეს არის ტესტი ევროკავშირისთვის

ჩემი მოწოდებაა ყველას მიმართ, აღიარონ ქართველი ხალხის ნება, ეს არის ტესტი ევროკავშირისთვის, დარჩება ის ერთგული დემოკრატიული ფასეულობებისა თუ აირჩევს იმ გზას, რომელსაც ზოგიერთი ქვეყანა ადგას, მათ შორის ჩვენს ჩრდილო სამეზობლოში, რომელიც ცდილობს, სხვა ხალხებს მოახვიოს საკუთარი ნება, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის არჩევის პროცედურის დაწყებამდე ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, დღევანდელი დღე [საპრეზიდენტო ] ევროკავშირისთვის არის ტესტი, აღიარებს თუ არა ქართველი ხალხის ნებას.
„დღეს საქართველო არის ევროკავშირისთვისაც ტესტი. უნდა ვნახოთ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი ჩააბაროს ეს ტესტი, რომ ის ერთგული არის დემოკრატიული ღირებულებებისა და სხვა ქვეყნის ხალხის სუვერენიტეტის. ამ ტესტს აბარებს დღეს ევროკავშირი. სამწუხაროდ, ზოგიერთი წარმომადგენლისგან ჩვენ ვხედავთ, რომ მათთვის დემოკრატია საკუთარ ქვეყანაში გულისხმობს ხალხის ნების გატარებას, ხოლო სხვის ქვეყანაში გულისხმობს საკუთარი ნების მოხვევას სხვა ქვეყნის ხალხებზე.
ჩვენ ვნახეთ ამ დღეებში ჩამოსული ზოგიერთი ფსევდო ევროპელი, რომლებიც არიან თავისი გულით და თავისი ღირებულებებით კვლავ საბჭოთა მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ, რომ საკუთარი პოლიტიკური ღირებულებებით განსაზღვრონ, თუ როგორი ხელისუფლება უნდა იყოს საქართველოში და არა ისე, რომ ქართველი ხალხის ნება იყოს მათთვის განმსაზღვრელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩემი შვილი, ახალაიას დაკვეთით, დაიბარეს ვითომ თათბირზე ქუთაისში. დახვდა სპეცრაზმი, გაიტაცეს, ჩაიყვანეს ბათუმში, აიყვანეს ნავზე, დახვრიტეს, ბეტონის ფილები გამოაბეს და ზღვაში გადააგდეს. ზღვის ბინადრების ლუკმა გამიხადეს ჩემი შვილი, გვამიც არ მაღირსეს დასამარხად

სოზარ სუბარი დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას საქმეებზე: ორივე გაიყვანეს, მოკლეს, მოაბეს ფეხზე ბეტონის ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში, დადგენილია დამნაშავეც, რომელიც სასჯელს იხდის, ეს არის აფხაზეთის კუდ-ის უფროსი, რომან შამათავა, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა

ბრიტანეთის საელჩოს განცხადებიდან ორ დღეში, რომელშიც ელჩი უორდი ამტკიცებდა, რომ „მომავლის აკადემია” მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, ამავე ორგანიზაციამ მიმართვაში გამოიყენა სიტყვები – „ივანიშვილის რეჟიმი” და „რუსული კანონი”

გია ანსიანი დავით ცინდელიანის გატაცებაზე: სამმა შავებში ჩაცმულმა ახალგაზრდამ პირდაპირ უთხრა შენ გადმოდიო. წაიყვანეს მანქანისკენ, არაფერი უჩვენებიათ. გამოგვყევით ქალაქის მთავარ სამმართველოშიო, ვჯდები მანქანაში და მანქანის გასაღები ამოუცლიათ