„ქართული ოცნების“ დეპუტატები ახალი სახის ადგილობრივი მოსაკრებლის – საკონტეინერო მოსაკრებლის დაწესების ინიციატივით გამოდიან

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ახალი სახის ადგილობრივი მოსაკრებლის – საკონტეინერო მოსაკრებლის დაწესების ინიციატივით გამოდიან. საკონტეინერო მოსაკრებლის გადამხდელი ის პირები იქნებიან, რომელთა საკუთრებაში ან სარგებლობაში საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებული კონტეინერია.
პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, დაჩქარებული წესით განსახილველად, უკვე წარედგინა.
პროექტის თანახმად, საკონტეინერო მოსაკრებლის ოდენობა არაუმეტეს 30 ლარით განისაზღვრება. მოსაკრებლიდან შემოსული თანხის 100% მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიემართება.
აღსანიშნავია, რომ საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდას ის კონტეინერი არ დაექვემდებარება, რომლითაც საქონლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება 2024 წლის 1 თებერვლამდე დაიწყო და საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი იქნება არაუგვიანეს 2024 წლის 30 აპრილამდე.
პროექტის ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: – გიორგი ხახუბია, არჩილ თალაკვაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ქეთევან ჩარკვიანი, სალომე ქურასბედიანი, ედიშერ თოლორაია, ირაკლი კირცხალია და გოჩა ენუქიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა

პროკურორი ნია იმნაძის საქმეზე – ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო