მე-11 მოწვევის პარლამენტი საგაზაფხულო სესიის გახსნამდე – თებერვლის პირველ სამშაბათამდე აღარ შეიკრიბება

მე-11 მოწვევის პარლამენტი საგაზაფხულო სესიის გახსნამდე – თებერვლის პირველ სამშაბათამდე აღარ შეიკრიბება.
დღეს საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართა და როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, სხდომები საგაზაფხულო სესიამდე აღარ ჩატარდება.
ამასთან, საშემოდგომო სესიის დახურვის მიზნით დეკემბრის მესამე პარასკევს – 20 დეკემბერ პარლამენტის ბიურო შეიკრიბება და საშემოდგომო სესია ბიუროს ფორმატში დაიხურება.
ს შეფასებით, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი საშემოდგომო სესია ნაყოფიერი იყო როგორც ორგანიზაციულად, ასევე საკანონმდებლო ინიციატივების მიღებით კუთხით.
შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს მადლობა გადაუხადა.