ბათუმში მეზღვაურები აქციას მართავენ

ბათუმში მეზღვაურების მარში მიმდინარეობს. მეზღვაურები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ „ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტა, მეზღვაურებს პრობლემებს შეუქმნის“.
შეკრებილები აცხადებენ, რომ ისინი ევროპულ კომპანიებში ვერ დასაქმდებიან და უმუშევარი რჩებიან. მეზღვაურები ხელისუფლებას საგარეო კურსის შეცვლაში ადანაშაულებენ.
“გვინდა ევროპული მომავალი და განვითარება, მეზღვაურებს გვქონდეს შესაძლებლობა, რომ ევროპულ კომპანიებში დავსაქმდეთ, ევროპული სტანდარტებით განვითარებული ქვეყანა, რომ გვექნება, ვერავინ ვერ დაგვჩაგრავს.
ევროპაში მეზღვაურის დიპლომის აღიარებას რომ გააუქმებენ, სად უნდა დავსაქმდეთ? სად წავიდეთ? ის ხალხი, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება, არ მივიჩნევთ ხელისუფლებად, რომელსაც ყველა ინსტიტუტი მიტაცებული აქვთ. “ქართული ოცნება” კრემლის მითითებებს ასრულებს, ძალაუფლება სხვადასხვა პარტიებზე უნდა გადანაწილდეს, ამ ხელისუფლებამ აშკარად წააგო არჩევნები და აირჩია რუსული კურსი. საქართველოს ვერ დააჩოქებთ”, – აცხადებენ მეზღვაურები.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს