ნინო წილოსანი – ზურაბიშვილის ირგვლივ საცოდავად გაერთიანებული რადიკალური ოპოზიცია კიდევ უფრო საცოდავად გამოიყურება – იმდენად დისკრედიტებულები არიან, რომ მასზე უკეთესი „ფეისი“ ვერ იპოვეს

სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ საცოდავად გაერთიანებული რადიკალური ოპოზიცია კიდევ უფრო საცოდავად გამოიყურება – იმდენად დისკრედიტებულები არიან, რომ სალომე ზურაბიშვილზე უკეთესი „ფეისი“ ვერ იპოვეს ამ მომენტამდე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს შეუძლიათ კონსულტაციები მას შემდეგაც გააგრძელონ, რაც ოფიციალურადაც აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტის პოზიციაზე, თუმცა წილოსანის განცხადებითვე, მათ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ის, რომ ქართველი ხალხისთვის ემოციურად არც ახლა არ არის საქართველოს პრეზიდენტი.
„რას და ვის წარმოადგენს სალომე ზურაბიშვილი? სალომე ზურაბიშვილი არის გარე ძალების მიერ იდენტიფიცირებული პირი, რომელიც „პიარულად“ შეიძლება კარგად გამოიყურებოდეს ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებისთვის და ახლა სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ საცოდავად გაერთიანებული რადიკალური ოპოზიცია კიდევ უფრო საცოდავად გამოიყურება. იმ ადამიანთან გადიან კონსულტაციებს და იმ ადამიანთან არიან მიბმული, რომელსაც სულ რამდენიმე დღე დარჩა სიმბოლურ პოზიციაზე ყოფნის. იმდენად დისკრედიტებულები არიან თავად, რომ სალომე ზურაბიშვილზე უკეთესი „ფეისი“ ვერ იპოვეს ამ მომენტამდე“, – განაცხადა წილოსანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება, ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით…

ირაკლი კირცხალია – მსჯელობის პროცესში ყველაზე კომპეტენტურ აზრს სწორედ ბიძინა ივანიშვილი გამოთქვამს – პრემიერი ხაზს უსვამს მის ანალიტიკურ უნარებს, აღიარებს, რომ მისგან რჩევებსაც იღებს

ლევან მახაშვილი: უპირველესად, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ადამიანი, რომელიც თავისი უანგარო პატრიოტიზმით ქვეყანას უდგას, როგორც შეუძლია ერთ რიგით ადამიანს