EYE-ის პრეზიდენტი პაულ ჯენკინსონი – მადლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საქმიანი, მრავალმხრივ დატვირთული და თბილი შეხვედრებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან შეხვედრა ჩემთვის ნამდვილი პატივი იყო, – ასე აფასებს საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ (the European Young Engineers – EYE) პრეზიდენტი, პაულ ჯენკინსონი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტს.
პაულ ჯენკინსონo განმარტებით, მიუხედავად ხანმოკლე ვიზიტისა, მიხვდა, რომ ეს ქვეყანა, თავისი ხალხით, მდიდარი და ამაყია.
„მადლობა უნივერსიტეტს და საზოგადოებას საქმიანი, მრავალმხრივ დატვირთული და თბილი შეხვედრებისთვის, რომლებზეც წარვადგინე „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ პლატფორმა, განვიხილეთ რეგიონში ახალგაზრდა ინჟინერთა სექტორის განვითარების გზები“, – აღნიშნა პაულ ჯენკინსონმა.
სტუ-ის ცნობით, საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ პრეზიდენტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტად იმყოფებოდა. პაულ ჯენკინსონი ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტს, პროფესორ ზურაბ გუდავაძეს შეხვდა.
ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში EYE-ის პრეზიდენტთან შეხვედრებს, რომელიც საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების (GSCE) ორგანიზებით ჩატარდა, ესწრებოდნენ სტუ-ისა და საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სამშენებლო ფაკულტეტების სტუდენტები და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების (GSCE) პრეზიდენტი, მშენებელ ინჟინერთა მსოფლიო საბჭოს (WCCE) აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი აზიის კონტინენტზე, WCCE-ის აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი საინჟინრო ორგანიზაციების მსოფლიო ფედერაციის (WFEO) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კომიტეტში, დოქტორი იური სვანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს