კალაძე: მადლობა ღმერთს, 2025 წელს არა ზურაბიშვილი, არამედ ახალი პრეზიდენტი მიულოცავს ქართველებს

რაც შეეხება მცდელობას ჩაიშალოს დღესასწაული, არ მისცენ პატარებს გართობის შესაძლებლობა, აუკრძალოთ მცირე მეწარმეებს თუნდაც თავიანთი პროდუქციის გაყიდვა, მუსიკოსებს კონცერტების გამართვა და საერთოდაც გააუქმონ ახალი წელი, მინდა ვუთხრა მათ – ნუ წვალობთ ჩემო მეგობრებო, აუცილებლად მოვა ახალი წელი, თბილისი იქნება ულამაზესი და ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად.

დღეს საღამოს მოვისმინეთ ს განცხადება, რომელმაც ხვალინდელ საზეიმო ღონისძიებას უწოდა რაღაც უაზრო პროვოკაცია და პირდაპირ დაგვემუქრა, რომ თურმე ამაზე პასუხი უნდა ვაგოთ. ზოგადად, რა პროვოკაციაზე საუბრობს სალომე ზურაბიშვილი, ალბათ, მან თავად უკეთესად იცის, რადგან წარმოუდგენელია ვინმე ჭკუათმყოფელს თავში აზრად მოუვიდეს რაიმე პროვოკაციის მოწყობა ღონისძიებაზე, რომელიც განკუთვნილია ბავშვებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის. მინდა, პირველ რიგში ბოდიში მოვუხადო ჩვენს მოსახლეობას, ამაზე არასდროს მისაუბრია და ახლა თავს ვაძლევ უფლებას, ბოდიში მოვუხადო მოსახლეობას, რომ სწორედ ქართული ოცნების ძალისხმევით აღმოჩნდა ეს ქალი იქ, სადაც იმყოფება. რომელიც სიძულვილით, ბოღმით ემსახურებოდა და ემსახურება არა საქართველოს, არამედ უცხო ძალებს.

მადლობა ღმერთს, რომ 2025 წელს არა ის, არამედ ახალი პრეზიდენტი მოულოცავს საქართველოს მოსახლეობას.

თქვა თბილისის მერმა, მ.