“ეს არის -ში დამარცხებული მთავრობის კუდის მოქნევა“- სავიზო შეზღუდვებზე

“ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან არცერთი შეტყობინება სანქციების შესახებ არ მიუღია.

“პირადად მე არანაირი შეტყობინება, არც წინა შემთხვევაში და არც ამ შემთხვევაში, არ მიმიღია. გაგვიმხილონ, ვის ასანქცირებენ. ეს არის კუდის მოქნევა დამარცხებული მთავრობისა -ში.

დამარცხდა მთავრობა და დამარცხებული მთავრობა კუდს იქნევს, რომ რაც შეიძლება, რაც აქამდე გააკეთა, უფრო დაამძიმოს, გაართულოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, რომ მერე პრობლემები ურთიერთობებში ძნელი აღმოსაფხვრელი იყოს. ეს ყველაფერი უკვე ზღვარს გასცდა.

პარტნიორობა შევწყვიტეთო, რამდენიმე დღის წინ გამოგვიცხადეს, არადა არც პირდაპირი ფრენები, არც უვიზო მიმოსვლა, არც თავისუფალი ვაჭრობა, რაც პარტნიორობის ჩანასახს მაინც შექმნიდა, ჩვენ არ გვქონია.

იმედი გვაქვს, რომ გადაიტვირთება ურთიერთობები და ნელ-ნელა რეალურ საკითხებზე ვილაპარაკებთ და ეს ურთიერთობები მხოლოდ განცხადების დონეზე არ დარჩება“. – განაცხადა მამუკა დინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტელევიზიის გახსნის სიმარტივით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, სადაც პოლიტიკურად თუ ფინანსურად ანგაჟირებული პირები თუნდაც მხოლოდ იმიტომ აფუძნებენ ტელევიზიებს, რომ შემდეგ ინდულგენციად და საკუთარი დანაშაულის დასაფარად გამოიყენონ

საქართველოში თავისუფალი მედიის არსებობა „დიფ სთეითისთვის“ პრობლემაა – მათ ვერ შეძლეს საზოგადოებისთვის დაემტკიცებინათ, რომ გამჭვირვალობის კანონი „რუსული“ იყო და არასრულწლოვანის დაცვის კანონი ადამიანის უფლებებს ლახავდა

კომიკურია, რომ ერთ დროს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2025 წლის სიაში ბიძინა ივანიშვილიც შეიყვანა, რადგან თუკი დღეს, მსოფლიოში, სადმე თავისუფალი მედია და მედია პლურალიზმი არსებობს, მათ შორის საქართველო ერთ-ერთი პირველია