ევროკავშირში საქართველოს მომხრეების რიცხვი მატულობს – ეკა სეფაშვილი

„ევროპის საბჭოს შეუძლია 16 დეკემბერს გასამართ სხდომაზე საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი რეზოლუცია გაითვალისწინოს, თუმცა, მათ რომ დააწესონ სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, ან თუნდაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში დააყენონ, ეს ს წისქვილზე წყლის დასხმა იქნება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირში ჯერ კიდევ შემორჩენილები არიან მოაზროვნეები, რომლებიც ევროკავშირისთვის საქართველოს სასიცოცხლო როლს კარგად აცნობიერებენ, ამიტომ, რადიკალურ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ.
„16 დეკემბერს გაიმართება ევროპული საბჭოს სხდომა, სადაც, დიდი ალბათობით, საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა მოლოდინი, მათ შორის ის, რომ საქართველოს შეიძლება გაფრთხილება მისცენ. ეს გაფრთხილებები ბოლო პერიოდში ორი თემით შემოიფარგლება. პირველი, რომ გავიწვიოთ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი, რომელიც მხოლოდ ლგბტ პროპაგანდას კრძალავს და არ ეხება ამ თემის უფლებების დაცვას და მეორე – გავიწვიოთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც, რეალურად, ევროპული ღირებულებების დაცვას მოიცავს, რადგან ევროკავშირის ერთ-ერთი პრინციპი სწორედ რომ გამჭვირვალობაა.
რაც შეეხება წინა რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, იქ ძალიან ბევრი ტყუილი ეწერა და საქართველოსადმი ძალიან მტრულად განწყობილი იყო. თუმცა, ამ რეზოლუციას იურიდიული ძალა არ აქვს და მხოლოდ მოწოდებაა. ეს რეზოლუცია ევროპულ საბჭოს შეუძლია გაითვალისწინოს, თუმცა, მათ რომ დააწესონ სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, ან თუნდაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში დააყენონ, ეს ს წისქვილზე წყლის დასხმა იქნება. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირში ჯერ კიდევ შემორჩენილები არიან მოაზროვნეები, რომლებიც ევროკავშირისთვის საქართველოს სასიცოცხლო როლს კარგად აცნობიერებენ და რადიკალურ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ.
ევროკავშირში საღად მოაზროვნე ადამიანებიც არიან. იქ ვიხილეთ სხდომაც, სადაც ისევ წამოიჭრა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი და მხოლოდ უნგრეთი და არ იყო, ვინც ეს საკითხი დაბლოკა – მოწინააღმდეგეებს შორის იყვნენ იტალია, ბულგარეთი და გერმანია. ასე რომ, ევროკავშირში საქართველოს მომხრეების რიცხვი მატულობს“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები