ავტოავარიაში დაღუპული ბადრაგების საქმის გაგრძელება | 24 წლის თორნიკე გვადიბაძის ოჯახი ექიმების დაუდევრობაზე საუბრობს

რეპორტაჟი ავტოავარიის შესახებ, რომელმაც ქუთაისის მე-2 პენიტენციური დაწესებულების 2 ბადრაგის სიცოცხლე იმსხვერპლა, ჩვენს წინა გადაცემაში გავიდა. მაშინ საბადრაგო სამსახურში არსებულ პრობლემებსა და ბადრაგების სიმცირის გამო, მათ გადატვირთულ სამუშაო გრაფიკზე ვსაუბრობდით. ავარიას 21 ნოემბერს რამაზ კონჯარიასთან ერთად თორნიკე გვადიბაძეც ემსხვერპლა, თუმცა ის არა ადგილზე, არამედ კლინიკაში გარდაიცვალა. რეპორტაჟის გასვლის შემდეგ თორნიკე გვადიბაძის ოჯახი დაგვიკავშირდა. მისი ახლობლები ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებაში კლინიკას ადანაშაულებენ და ექიმების დაუდევრობაზე საუბრობენ.