ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის ძალიან ძლიერი სამართალდამცავი სტრუქტურები და მათ ზუსტად 5 დღე დასჭირდათ იმისათვის, რომ მთლიანად გაენეიტრალებინათ ძალადობის რესურსი

ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის ძალიან ძლიერი სამართალდამცავი სტრუქტურები და მათ ზუსტად 5 დღე დასჭირდათ იმისათვის, რომ მთლიანად გაენეიტრალებინათ ძალადობის რესურსი
დღეს უკვე მნიშვნელოვნად არის გარდატეხილი ვითარება, 5-დღიანი ძალადობის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ძალადობრივი რესურსი არის მთლიანად განეიტრალებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოს ზუსტად 5 დღე დასჭირდა იმისათვის, რომ მთლიანად გაენეიტრალებინა ძალადობრივი რესურსი და ახლა არსებითად დამშვიდებული ვითარებაა.
„დღეს უკვე მნიშვნელოვნად არის გარდატეხილი ვითარება, 5-დღიანი ძალადობის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ძალადობრივი რესურსი არის მთლიანად განეიტრალებული. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის ძალიან ძლიერი სამართალდამცავი სტრუქტურები და მათ ზუსტად 5 დღე დასჭირდათ იმისათვის, რომ მთლიანად გაენეიტრალებინათ ამ ძალადობის რესურსი.
ახლა არის არსებითად დამშვიდებული ვითარება, ადამიანები იკრიბებიან, ეს დემოკრატიაა და მათ შეუძლიათ ქუჩაში შეიკრიბონ, თუმცა დღითიდღე მცირდება გარეთ გამოსული ადამიანების რაოდენობა და ისინი ვეღარ გადადიან ძალადობრივ ქმედებებზე. შესაბამისად, ვითარება არის სტაბილური. ჩვენ 14 დეკემბერს უკვე ავირჩევთ ახალ პრეზიდენტს, 29 დეკემბერს შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ყველაფერი, საბოლოო ჯამში, დამშვიდდება, აქეთკენ მიდის პროცესები,“- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კატასტროფაა, როდესაც ევროპული ფონდებიდან დაფინანსებული მედია ტერორისტს „სინდისის პატიმრად” მოიხსენიებს. თუმცა, როდესაც თავად ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა იმავე ტერორისტთან, ხვდები, რომ ეს ორკესტრირებული ხაზია

პუტინის ადმინისტრაციაში ქართველთმოძულე კირიენკოს მიერ არის მომზადებული დადგენილება დელიმიტაცია-დემარკაციის შესახებ, და ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური პროცესის დაწყების ამსახველი – შეიძლება იყოს სტრატეგიული ნაბიჯი