ბლინკენი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს სირიაში მშვიდობიანი პოლიტიკური გარდაქმნის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აძლიერებს ძალისხმევას, რათა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები სირიაში მშვიდობიანი პოლიტიკური გარდაქმნის მხარდასაჭერად გააერთიანოს.
თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან მოლაპარაკების შემდეგ, რომლითაც ის თურქეთთან კონსენსუსის მიღწევას ცდილობდა, რათა სირიის უფრო ფართო ქაოსში ჩაფლობა არ დაუშვან, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი 13 დეკემბერს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება.
ეს ბლინკენის მე-12 ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში მას შემდეგ, რაც ღაზაში ისრაელ-„ჰამასის“ ომი დაიწყო. თუმცა, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის გაძევების შემდეგ, ის რეგიონს პირველად ეწვია.
ბაიდენის ადმინისტრაციას კონკრეტულად აღელვებს ის საკითხი, რომ სირიაში ხელისუფლების ვაკუუმმა შეიძლება რეგიონში უკვე გამწვავებული დაძაბულობა გააძლიეროს და დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ ტერიტორიის და გავლენის დაბრუნების პირობები შეუქმნას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრის, მათ შორის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიცრის, ალი შამხანის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, მკვლელობას ადასტურებს