მაშინ როდესაც ჩვენი გმირები 2008 წლის ომში იღუპებოდნენ, ნაცები და მათი ლიდერები ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ყიდულობდნენ ბრილიანტებს და შეშინებულები წითელ ხიდზე გარბოდნენ

მაშინ როდესაც ჩვენი გმირები 2008 წლის ომში იღუპებოდნენ, ნაცები და მათი ლიდერები ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ყიდულობდნენ ბრილიანტებს და შეშინებულები წითელ ხიდზე გარბოდნენ
ამ სკანდალიდან, როგორ უნდა დაიძვრინონ თავი მაინტერესებს, მაგრამ სავარაუდოდ თავს აარიდებენ, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დავით კეზერაშვილის სახლიდან მილიონობით დოლარის ღირებულების ბრილიანტები ამოიღეს.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, „ნაცმოძრაობის“ არცერთ არხს ამ თემისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მაშინ, როდესაც ჩვენი გმირები, სამხედროები, პოლიციელები, ცხინვალის რეგიონში 2008 წლის ომში იღუპებოდნენ, ნაცები და მათი ლიდერები ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ყიდულობდნენ ბრილიანტებს, აგროვებდნენ ქონებას და შემდეგ, ამავდროულად შეშინებულები წითელ ხიდზე გარბოდნენ. ეს არის მათი სახე. ამ სკანდალიდან, როგორ უნდა დაიძვრინონ თავი მაინტერესებს, მაგრამ სავარაუდოდ, თავს აარიდებენ, რადგან ასეთი სიბინძურე მათთვისაც კი წარმოუდგენელია, მათ რიგებშიც კი შეიძლება აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამას ვერ წარმოიდგენდნენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მერობის კანდიდატი ილია მზექალაშვილი-კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, ვემსახურო ჩემს მუნიციპალიტეტს. ყვარლის მუნიციპალიტეტი მეტად განვითარებული იქნება, რაც დადებითად აისახება მოსახლეობაზე

მერობის კანდიდატი დაურ ისმაილოვი – მარნეულის მაცხოვრებლებთან ყოველდღიური ურთიერთობის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ კარგად ვიცნობ მათ საჭიროებებს. აუცილებლად გავამახვილებთ ყურადღებას, რომ ახალგაზრდებმა, მაქსიმალურად დაიმკვიდრონ თავი და ერთად ავაშენოთ ჩვენი მარნეული

მერობის კანდიდატი მიხეილ აფციაური- თეთრიწყაროში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, აშენდა სკოლები, საბავშვო ბაღები. მოსახლეობის და ახალგაზრდების აქტიური მოთხოვნით მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის მშენებლობა