რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურას ფრთოსანი რაკეტებით და დრონებით მასიური დარტყმა მიაყენა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ პარასკევს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასიური საჰაერო იერიში განახორციელა და მათი მისამართით 93 ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, ასევე თითქმის 200 დრონი გაუშვა. პრეზიდენტმა ეს თავდასხმა აღწერა, როგორც ყველაზე ძლიერი დაბომბვა, რომელიც რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ენერგოსექტორის წინააღმდეგ მიმართა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა 81 რაკეტა, მათ შორის 11 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო. რაკეტებს გზა F-16 თვითმფრინავებით გადაუჭრეს, რომლებიც ამ წლის დასაწყისში უკრაინას დასავლელმა მოკავშირეებმა გადასცეს.
„მსოფლიოსგან ძლიერი რეაქციაა საჭირო: მასიური თავდასხმა – მასიური რეაქცია. ეს ტერორის შესაჩერებლად ერთადერთი გზაა“,- განაცხადა ზელენსკიმ.
მოსკოვში თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა მოქმედების შორი რადიუსის ზუსტი რაკეტები და დრონები გამოიყენა „უკრაინაში კრიტიკულად მნიშვნელოვან საწვავის და ენერგო ობიექტებზე, რომლებიც სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის მუშაობას უზრუნველჰყოფს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს