“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით

დეველოპერულმა კომპანია „თეთრმა კვადრატმა“ მონაწილეობა მიიღო ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (AGBC) ყოველწლიური კონფერენციაში ვაშინგტონში. “თეთრი კვადრატი” 2023 წელს გაწევრიანდა აღნიშნულ საბჭოში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.
წლევანდელი, რიგით 27-ე, ღონისძიება აერთიანებდა ლიდერებსა და ექსპერტებს სხვადასხვა სფეროდან. კონფერენციის ფარგლებში განიხილებოდა ის ძირითადი თემები, რომლებიც გავლენას ახდენს ბიზნესზე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე და საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობაზე.
მოხარული ვართ, რომ ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ქონდათ დამსწრე საზოგადოებისთვის გაეზიარებინათ ინფორმაცია ქართული უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებზე, საქართველოს მაკროეკონომიკურ სურათზე, თეთრი კვადრატის მიმდინარე პროექტებზე და მომავლის გეგმებზე, ასევე, ემსჯელათ ერთობლივ ინტერესებზე საქართველოში უძრავი ქონების ბაზრის მიმართულებით.
“თეთრი კვადრატი” გააგრძელებს მსგავს პროექტებში მონაწილეობას და საქართველოს უძრავი ქონების სექტორის და ქვეყნის მდგრად განვითარებაში წვლილის შეტანას.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს